18/04/2022

IQOS-ი არ არის ელექტრო სიგარეტი. გაიგე განსხვავება.

რა გაიფიქრე, როდესაც პირველად გაიგე გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის შესახებ? გეგონა, რომ იგივე იყო რაც ელექტრო სიგარეტი?

მართალია, ორივე ელექტრონული მოწყობილობაა და განკუთვნილია სრულწლოვანი მწეველთათვის და წარმოადგენს ტრადიციული მოწევის უკვამლო ალტერნატივას, თუმცა, არჩევანის გაკეთების პროცესში მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს გასახურებელ მოწყობილობასა (როგორიცაა IQOS-ი) და ელექტრო სიგარეტებს შორის.

რა არის ელექტრო სიგარეტი ანუ ელექტრონული სიგარეტი?

ელექტრო სიგარეტი არის ტრადიციული მოწევის ალტერნატიული მოწყობილობა და მისი ბევრი განსხვავებული ზომა და მოდელი არსებობს. ზოგი მოდელი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის, ზოგი კი - მარავალჯერადი. თუმცა მათ საერთო თვისება აერთიანებთ - თითოეული მათგანი ახურებს სპეციალურად შექმნილ, განსხვავებული არომატის მქონე სითხეს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნიკოტინს.

ელექტრო სიგარეტის ავზში მოთავსებული სითხე ფითილის მეშვეობით გასახურებელ კომპონენტს მიეწოდება, რომლის მეშვეობითაც სითხე1000C-დან 2500C გრადუსამდე ხურდება. შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომლის მიწოდება მომხმარებლისთვის მუნდშტუკის გავლით ხდება.

რა არის IQOS-ი, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა?

 

IQOS-ი ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მიერ შემუშავებული თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობაა, რომელიც გახურების ინოვაციურ სისტემას იყენებს. თამბაქოს ასეთ გასახურებელ ტექნოლოგიას ხშირად „გახურება წვის ნაცვლად“ ფრაზით მოიხსენიებენ, რადგანაც ის სიგარეტში წვისგან განსხვავებით, თამბაქოს ახურებს.

 

IQOS-ი სიგარეტის მოწევის ალტერნატივაა, რომლის მთავარი მახასიათებელიც თამბაქოს წვის ნაცვლად მისი გახურებაა. IQOS-ის მეშვეობით ნამდვილი გადამუშავებული თამბაქოსგან დამზადებული თამბაქოს ღერი „HEETS-ი“თავსდება გასახურებელ მოწყობილობაში არსებულ გასახურებელ დანაზე, რომელიც ტემპერატურის გაკონტროლებით ხელს უშლის აალებას. ამ გზით, თამბაქოს ღერი შიგნიდან ხურდება და გამოყოფს თამბაქოს გემოს ცეცხლის, ფერფლის და კვამლის გარეშე.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა VS ელექტრო სიგარეტები

თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი მომხმარებელი, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, ეძებთ ტრადიციული მოწევის ალტერნტიულ მოწყობილობას, და გაინტერესებთ, როგორ აირჩიოთ გასახურებელ მოწყობილობასა და ელექტროსიგარეტებს შორის: ყურადღება გაამახვილე ამაზე:

მართალია, ორივე მოწყობილობა წარმოადგენს ტრადიციული მოწევის ალტერნატივას, თუმცა მათ შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი არის თამბაქო.

გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა ახურებს სპეციალურად დამუშავებულ თამბაქოს, ხოლო ელექტრო სიგარეტები იყენებენ სპეციალურად მოწყობილობისთვის შექმნილ სითხეს. სწორედ ამ განსხვავების გამო, გასახურებელი მოწყობილობის მოხმარების დროს სრულწლოვანიმწეველი ტრადიციული სიგარეტის მოხმარების მსგავს გამოცდილებასა და თუთუნის გემოს იღებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: IQOS-ი არ არის ურისკო და გამოიმუშავებს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის.

 

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი