12/04/2022

სიგარეტის რა ალტერნატივები არსებობს?

დღევანდელი სამყარო არჩევანის თავისუფლებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა. იმის მიუხედავად, თუ რა გვაინტერესებს, ინტერნეტის მეშვეობით თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, იპოვოს მისთვის სასურველი ან ახალი, ჯერ კიდევ უცნობი პროდუქტი. და დიახ, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც გააგრძელედნენ მოწევას ან ნიკოტინის სხვა პროდუქტის მოხმარებას და აინტერესებთ თამბაქოს მოხმარების ალტერნატივები, არსებობს რამდენიმე ვარიანტი..

 

თუ ხარ სრულწლოვანი მწეველი, სხვაგვარად გააგრძელებდი თამბაქოს ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, და გსურს, ჩაანაცვლო ტრადიციული სიგარეტი, მაშინ აქ შენთვის საინტერესო ინფორმაციას იპოვი.

 

მოდი, გავიგოთ

 

რა არის ტრადიციული მოწევის ალტერნატივა?

 

თამბაქოს გასახურებელი პროდუქტები ცეცხლის გარეშე. (თამბაქოს გახურების ტექნოლოგია)

თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების რიცხვს მიეკუთვნება გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა. ეს არის თამბაქოს უკვამლო პროდუქტი, რომელიც იყენებს სპეციალურად დამუშავებულ ნამდვილ თამბაქოს. ინოვაციური ტექნოლოგია თამბაქოს ახურებს გარკვეულ ტემპერატურამდე, რაც ასევე ნიშნავს რომ არაფერი იწვის. ეს ტექნოლოგია ხელს უშლის აალებას და შედეგად გასახურებელი თამბაქოს პროდუქტიც, ელექტრო სიგარეტის მსგავსად, ტრადიციული სიგარეტის უკვამლო ალტერნატივაა.

თამბაქოს გასახურებელი პროდუქტის მომხმარებელი ელექტრო სიგარეტის მომხმარებლის მსგავს გამოცდილებას იღებს. ეს ასევე იმ მწეველებისთვისაა ალტერნატიული გზა, ვინც რამდენჯერმე სცადა ელექტრო-სიგარეტზე გადასვლა და ახლა იგივე მახასიათებლების სხვა კატეგორიის გამოცდა სურს.

 

 

ელექტრო სიგარეტი

ელ. სიგარეტი ტრადიციული მოწევის ისეთი ალტერნატიული მოწყობილობაა, რომელიც არ იყენებს თამბაქოს, არამედ იყენებს სპეციალურად შექმნილ, ძირითადად გემოებიან სითხეს. მოწყობილობა  სითხის გახურების შედეგად წარმოქმნის აეროზოლს („ვეიფს“).

 

ელექტრო სიგარეტის შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ბაზარზე განსხვავებულ ელექტრო სიგარეტებსა და ელ. სითხეებს შეხვდები. თუმცა, მათ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ - ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ელექტრო სიგარეტის არცერთი მოდელი არ საჭიროებს წვას, შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლს.

 

ეს ორივე ალტერნატიული პროდუქტი მომხმარებელს ნიკოტინს აწვდის წვის, ფერფლის, კვამლის და სიგარეტის დამახასიათებელი სუნის გარეშე. სიგარეტის წვისას გამომუშავდება 6000 ზე მეტი ქიმიური ნივთიერება საიდანაც 100 ინდეტიფიცირებულია როგორც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების (ფილტვის სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები) გამომწვევ ან პოტენციურად გამომწვევ მიზეზებად.

 

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი