24/03/2022

ნიკოტინის მოხმარების სიგარეტის მოწევაზე ნაკლებად საზიანო გზის ძიებაში

როგორ მოიპოვება ნიკოტინი? მარტივი პასუხია: მცენარეებისგან, როგორიცაა: პომიდორი (~332 ნანოგრამი ნიკოტინი), კარტოფილი (~675 ნანოგრამი) და ბადრიჯანი (~525 ნანოგრამი). თუმცა ნიკოტიანას გენის მქონე გარეულ თამბაქოს მცენარეს ნიკოტინის ყველაზე დიდი კონცენტრაცია აქვს. სრულ სურათს რომ შევხედოთ, ერთი სიგარეტი ~12 მილიგრამ ნიკოტინს შეიცავს რაც რაოდენობრივად 18,000-ჯერ მეტი ნიკოტინია ვიდრე კარტოფილში. თუმცა აქედან მხოლოდ გარკვეული ნაწილი (2 მილიგრამზე ნაკლები) აღწევს სიგარეტის კვამლში.

 

რას ნიშნავს ეს? ნიკოტინი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში პატარა დოზითაა წარმოდგენილი. კვლევების მიხედვით, ადამიანები ჩვეულებრივი საკვების მეშვეობით დღეში 1,400 ნანოგრამ ნიკოტინს იღებენ.

 

ბევრს სჯერა, რომ ნიკოტინი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია. ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას, თუმცა კვლევებმა და ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებებმა დაადასტურეს რომ ეს ასე არაა; მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების (როგორიცაა სიმსივნე და გულის დაავადებები) მთავარი გამომწვევი მიზეზი ის ტოქსიკური ნივთიერებები და კარცენოგენებია, რომლებიც ასევე წარმოიქმნება თამბაქოს წვის შედეგად.

 

საუკეთესო არჩევანი მოწევისთვის თავის სრულად დანებებაა, თუმცა თუ სრულწლოვანი მწეველი არ ანებებს მოწევას თავს და ეძებს სიგარეტის ალტერნატივას, შესაძლებელია ისეთი ვარიანტი განიხილოს, რომელსაც არ აქვს წვა და აალება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სიგარეტის ისეთი ალტერნატივები, რომელიც თამბაქოსა და ნიკოტინის გამოცდილებას აალების და სიგარეტის კვამლის გარეშე აწვდის მომხმარებელს.

 

სიგარეტის რა ალტერნატივები არსებობს?

 

დღესდღეობით, იმ მომხმარებლისთვის, ვინც სიგარეტის ალტერნატივას ეძებს ბაზარზე დიდი არჩევანია. ელექტრო სიგარეტები („ვეიფები“) ცნობილია, როგორც ერთერთი უცეცხლო ალტერნატივა. ასევე არსებობს თამბაქოს გასახურებელი პროდუქტები. მაგალითად, IQOS-ის თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებში, თამბაქო წვის ნაცვლად ხურდება. შესაბამისად IQOS-ი არ გამოყოფს ფერფლს და კვამლს.

 

სიგარეტის ჩამნაცვლებლის არჩევისას, ნიკოტინის მიწოდების გამოცდილება დიდ როლს თამაშობს.  სრულწლოვანი მწეველის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე მორგებულმა პროდუქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებებასა და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას.

 

 

ბოლო სიახლეები

ზოგადი ინფორმაცია Trade-in-ის მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი