30/12/2025

რა არის ახალი IQOS ILUMA i ONE?

IQOS ILUMA i ONE არის ახალ IQOS ILUMA i -ის პორტფელში შემავალი სამი  მოწყობილობიდან ერთ-ერთი. აღნიშნული მოდელი სრულწლოვან მომხმარებლებს  უწყვეტ და ინოვაციურ თამბაქოს მოხმარების გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ახალი, ასევე უკვე აპრობირებული IQOS ILUMA-ს ფუნქციების მეშვეობით.

IQOS ILUMA i ONE გამოირჩევა დახვეწილი, all-in-one დიზაინით. ის იყენებს SMARTCORE INDUCTION SYSTEM™ ტექნოლოგიას, რომელიც სპეციალურად IQOS ILUMA-სთვის არის შექმნილი. აღნიშნული ტექნოლოგია იყენებს ღერის გახურების ინდუქციურ მეთოდს, დანის გარეშე, შესაბამისად მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მოიხმაროს გასახურებელი ღერი მარტივად, ამასთან, ღერის მოწყობილობაში მოთავსებისა და ამოღების პროცესში არ წარმოიქმნება ნარჩენები, შესაბამისად გასახურებელი მოწყობილობა არ საჭიროებს წმენდას.

თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი IQOS ILUMA i ONE-ის, მისი ფუნქციების, ფერთა გამის, თავსებადი გასახურებელი თამბაქოს ღერების შესახებ და მიიღოთ ინსტრუქციები მოწყობილობის უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის.

IQOS ILUMA i ONE-ის ფუნქციები

IQOS ILUMA i ONE აერთიანებს რამდენიმე ფუნქციას, რომლებიც შექმნილია სრულწლოვანი მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

აღმოაჩინეთ IQOS ILUMA i ONE-ის ფუნქციები:

FlexPuff

FlexPuff ავტომატურად აანალიზებს მოხმარების სტილს და საჭიროების შემთხვევაში სრულწლოვან მომხმარებელს სთავაზობს დამატებით 4 ნაფაზს, რაც შესაძლებლობას აძლევს სრულწლოვან მომხმარებლებს გაიხანგრძლივონ გამოცდილება.

მუშაობის პრინციპი:
 - გამოცდილების დასასრულისკენ, მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს, მასში მოთავსებული ღერი სრულად იქნა გამოყენებული თუ არა.

- თუ ღერი სრულად არ არის გამოყენებული, მოწყობილობა ავტომატურად დაამატებს 4 ნაფაზს.*

** FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.მისი გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს მოხმარების ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე. პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.

 

ავტოსტარტი

ავტოსტარტის ფუნქცია IQOS ILUMA i ONE მოწყობილობაში SMARTCORE ღერის მოთავსებისთანავე ავტომატურად იწყებს მოწყობილობის წინასწარ გახურებას.

 

IQOS ILUMA i ONE -ის ფერები

IQOS ILUMA i ONE წარმოდგენილია სამი ფერში, რომლებიც ერგება მომხმარებლის ინდივიდუალურ სტილს. ხელმისაწვდომი ფერებია: Breeze Blue, Digital Violet, Midnight Black.

რომელი გასახურებელი თამბაქო შემიძლია გამოვიყენო IQOS ILUMA i ONE-სთან?

მოწყობილობა თავსებადია ყველა SMARTCORE™ ღერთან, მათ შორის: TEREA და DELIA-სთან.  SMARTCORE STICK™ სპეციალურად IQOS ILUMA მოწყობილობებისთვისაა შექმნილი და ღერის გახურება SMARTCORE INDUCTION™ სისტემის მეშვეობით ხდება.

არ გადაყლაპოთ ან დაშალოთ SMARTCORE STICKS™-ის ღერები, მათ შორის, TEREA და DELIA, რადგან აღნიშნული პროდუქტი შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელსაც გადაყლაპვის შემთხვევაში შეუძლია მძიმე დაზიანების გამოწვევა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რა დევს IQOS ILUMA i ONE-ის შეფუთვაში?

შეფუთვაში თქვენ ნახავთ IQOS ILUMA i ONE მოწყობილობასა და დამტენ კაბელს. სრულად დამუხტვის შემდეგ მოწყობილობა უზრუნველყოფს მოხმარების 20 თანმიმდევრულ გამოცდილებას, ამდენად, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ IQOS ILUMA i ONE-ის ჩასადებები (Sleeves), რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში და გახადოთ თქვენი მოწყობილობა თქვენზე მეტად მორგებული.

როგორ გამოვიყენოთ IQOS ILUMA i ONE?

პირველი გამოყენება

მოწყობილობის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ იგი სრულად არის დატენილი უსაფრთხოების ინსტრუქციების შესაბამისად. სრულად დამუხტვისთვის დაახლოებით 90 წუთარის საჭირო.

მოხმარების გამოცდილების დაწყებამდე საჭიროა:

  1. 1. ჩართვა: დააჭირეთ თითი ღილაკს 4 წამის განმავლობაში. სტატუსის ინდიკატორები ნელ-ნელა ჩაირთვება.
  2. 2. დამუხტვა: თუ ჯერ არ დაგიმუხტავთ, აუცილებლად დატენეთ მოწყობილობა.
  3. 3. გახსნა: გადაწიეთ თავსახური.
  4. 4. ღერის მოთავსება: მოათავსეთ SMARTCORE STICK ფილტრის ხაზამდე. შემდეგ იგრძნობთ ვიბრაციას და სტატუსის მანიშნებელი ნათება დაიწყებს ციმციმს, რაც მიგანიშნებთ, რომ გახურების პროცესი იწყება. მოწყობილობაში ღერის მოთავსების შემდეგ, გახურება შესაძლებელია ავტომატურად დაიწყოს ან სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეს პროცესი მანუალურად, ღილაკზე ერთწამიანი დაჭერით დაიწყოთ.

მოხმარებისას:


  1. 5. მოხმარების დაწყება: თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მოწყობილობის გამოყენება, როცა იგრძნობთ ვიბრაციას და სტატუსის მანიშნებელი ნათება შეწყვეტს ციმციმს.
  2. 6. დროის ათვლა: სტატუსის ინდიკატორები გაჩვენებენ, რამდენი დროა დარჩენილი გამოცდილების დასრულებამდე.
  3. 7. დასრულების შეტყობინება: მოწყობილობა ერთი ვიბრაციით და ერთი თეთრი მოციმციმე ნათებით მიგანიშნებთ, რომ სესიის დასრულებამდე დარჩენილია 30 წამი ან ორი ნაფაზი.

დასრულება:

  1. 8. SMARTCORE STICK ღერის ამოღება: ფრთხილად ამოიღეთ და გადააგდეთ გამოყენებული ღერი. ნარჩენების შესახებ გაეცანით უსაფრთხოების ინსტრუქციებს.
  2. 9. დახურვა: დააბრუნეთ მოწყობილობის თავსახური თავდაპირველ პოზიციაში.

არის თუ არა IQOS ILUMA i ONE თქვენთვის?

IQOS ILUMA i ONE იდეალურია იმ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ მარტივ და დახვეწილ თამბაქოს გამოცდილებას. IQOS ILUMA i-ს სერიაში, აღნიშნულ მოდელს აქვს დამუხტვის ყველაზე მოკლე  დრო, რაც მოხმარების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.

ის ასევე გამოირჩევა პორტატული, all-in-one დიზაინით, რაც ზრდის მისი მოხმარების კომფორტს, ნებისმიერ
სიტუაციაში.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი IQOS ILUMA i-ს სერიაში შემავალი სხვა მოწყობილობების შესახებ, გაეცანით IQOS ILUMA i PRIME-ს და IQOS ILUMA-ს და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მოდელი.

 

 

 

 

ბოლო სიახლეები

კრეატივი და კოლაბორაცია IQOS-ის ბუტიკში
გაიგე მეტი
ახალი დიზაინი. უცვლელი გემო
გაიგე მეტი
TEREA-ს პორტფოლიოში ცვლილებაა!
გაიგე მეტი
რა არის DELIA?
გაიგე მეტი