ყველაზე ინოვაციური და დახვეწილი მოწყობილობა
ნაცნობი დიზაინი. გაუმჯობესებული გამოცდილება.
კომპაქტური, ყველაფერი ერთში დიზაინი.
30/12/2025
IQOS ILUMA i PRIME არის IQOS ILUMA-ს უახლესი მოწყობილობა. ის აღჭურვილია ახალი, ადაპტირებადი ჭკვიანი ფუნქციებით, რითაც ცვლის IQOS-ის გამოცდილებას. ახალი ფუნქციების სიმრავლის გათვალისწინებით, გთავაზობთ დეტალურ გზამკვლევს, რათა სრულად შეძლოთ მოწყობილობის პოტენციალის ათვისება და გამოყენება.
ამ სტატიაში გაეცნობით:
ეს არის გამძლე და მარტივად გამოსაყენებელი გასახურებელი მოწყობილობა. წინა მოდელების მსგავსად, IQOS ILUMA i PRIME იყენებს SMARTCORE INDUCTION SYSTEM™ ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს მარტივ გამოცდილებას, წმენდის გარეშე.
რა განასხვავებს IQOS ILUMA i PRIME-ს?
ეს არის ჩვენი უახლესი მიღწევა Heat-not-Burn ტექნოლოგიაში, გამორჩეული მოწინავე ფუნქციებით. იგი შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად პერსონალიზებული, ინდივიდუალურად მასზე მორგებული გამოცდილება, წინა თაობის IQOS მოწყობილობებთან შედარებით.
რა არის IQOS ILUMA i PRIME-ის ახალი ფუნქციები?
IQOS ILUMA i PRIME -ს აქვს 4 ახალი ჭკვიანი ფუნქცია: FlexPuff, პაუზის რეჟიმი, FlexBattery და სენსორული ეკრანი თქვენი გამოცდილების უწყვეტობისთვის.
სენსორული ეკრანი
IQOS ILUMA i PRIME -ს აქვს სენსორული ეკრანი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მარტივად იღებს ინფორმაციას მოხმარების მიმდინარეობის შესახებ, კერძოდ:
რას ნიშნავს სენსორულ ეკრანზე გამოსახული სიმბოლოები?
ეკრანზე მოცემული სიმბოლოები ამარტივებს მოწყობილობის გამოყენებას. მაგალითად, 1 ან 2 ჰორიზონტალური ხაზის 8-ჯერ ციმციმი ნიშნავს, რომ ელემენტი დაცლილია.
თქვენს IQOS ILUMA i PRIME-ზე გამოსახული სხვადასხვა სიმბოლოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გაეცნოთ IQOS ILUMA -ს მომხმარებელთა მომსახურების არტიკლს.
პაუზის რეჟიმი
პაუზის რეჟიმის ფუნქცია კიდევ უფრო ზრდის IQOS ILUMA i PRIME-ის მოხმარების კომფორტს — მომხმარებელს შეუძლია დროებით შეაჩეროს თამბაქოს მოხმარების პროცესი მაქსიმუმ 8 წუთით და შემდეგ გააგრძელოს. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მოხმარების შეწყვეტისას, მომხმარებელს უბრალოდ შეუძლია გაააქტიუროს პაუზის რეჟიმის ფუნქცია სენსორული ეკრანის მეშვეობით და თავიდან აიცილოს SMARTCORE STICK™-ის დახარჯვა.
პაუზის რეჟიმის მთავარი უპირატესობები მოიცავს:
• მომხმარებლისთვის გაზრდილ კომფორტს
• მოხმარების ინდივიდუალურ სტილს მორგებულ მოქნილობას
• ღერის უფრო ეფექტიან გამოყენებას
FlexPuff
როგორც სახელიდან ჩანს, FlexPuff-ი IQOS ILUMA i PRIME-ის ის ფუნქციაა, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით მოქნილ გამოცდილებას წინა თაობის IQOS მოწყობილობებთან შედარებით.
აღნიშნული ფუნქცია ერგება მომხმარებლის ინდივიდუალური მოხმარების სტილს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამატებით 4-ით მეტი ნაფაზი შემოგთავაზოთ.**
FlexPuff ავტომატურად აქტიურდება მომხმარებლის ინდივიდუალური მოხმარების ქცევის ანალიზის საფუძველზე, შესაბამისად საჭირო არ არის მისი ხელით გააქტიურება.
FlexPuff-ის მთავარი უპირატესობები მოიცავს:
• მომხმარებელზე მორგებულ და გაუმჯობესებულ გამოცდილებას.
• ღერის გამოყენების ოპტიმიზაციას და მოხმარების გახანგრძლივებულ დროს
** FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.მისი გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს მოხმარების ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე. პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.
FlexBattery
IQOS ILUMA i PRIME ასევე აღჭურვილია FlexBattery ფუნქციით, რაც მომხმარებელს სამი თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას აძლევს (თუ პაუზის რეჟიმი არ არის გამოყენებული).
რა ფერებშია ხელმისაწვდომი IQOS ILUMA i PRIME?
IQOS ILUMA i PRIME ხელმისაწვდომია ოთხ ფერში:
Garnet Red, Midnight Black, Breeze Blue და Aspen Green.
მოწყობილობის პერსონალიზაციის მიზნით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა აქსესუარი, მათ შორის:
• საფარი (Wraps)
• გვერდითა პანელი (Doors)
• რგოლების ნაკრები (Ring Sets)
აქსესუარების ფერთა მრავალფეროვნება შექმნილია ყველა გემოვნებისათვის.
მოწყობილობაზე შესაძლებელია საფარების მარტივად გამოცვლა — სხვადასხვა მასალისა და ტექსტურის მიხედვით, მათ შორის ხელმისაწვდომია: პრემიუმ ხაზის, ტყავის და სენსორული ტექსტურის საფარები. ამასთან, ხელმისაწვდომია სამფერიანი რგოლების ნაკრებიც, მოსახსნელი ხელსაწყოთი, რაც მათი გამოცვლის პროცესს ამარტივებს.
IQOS ILUMA-სთვის განკუთვნილი ყველა აქსესუარი თავსებადია IQOS ILUMA i-ის მოწყობილობებთან, მათ შორის: საფარები და რგოლები.
რომელი გასახურებელი თამბაქოა თავსებადი IQOS ILUMA i PRIME-თან?
IQOS ILUMA i PRIME თავსებადია მხოლოდ SMARTCORE STICK™ ღერებთან, როგორიცაა TEREA და DELIA. როდესაც SMARTCORE™ ღერი თავსდება მოწყობილობაში, SMARTCORE INDUCTION SYSTEM™ იწყებს მის გახურებას, და უზრუნველყოფს თამბაქოს მოხმარების გამოცდილებას.
ღერის გასახურებელ მოწყობილობაში მოთავსება და ამოღება მარტივი პროცესია — ის არ ტოვებს ნარჩენებს, შესაბამისად, გასახურებელი მოწყობილობა არ საჭიროებს წმენდას.
არ გადაყლაპოთ ან დაშალოთ SMARTCORE STICKS™-ის ღერები, მათ შორის, TEREA და DELIA, რადგან აღნიშნული პროდუქტი შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელსაც გადაყლაპვის შემთხვევაში შეუძლია მძიმე დაზიანების გამოწვევა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თქვენ შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ TEREA და DELIA თქვენი IQOS ILUMA i PRIME-ისთვის დღესვე.
IQOS ILUMA მოწყობილობებთან თავსებადია მხოლოდ SMARTCORE ™ გასახურებელი თამბაქოს ღერები.სხვა ტიპის ღერების გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს მოწყობილობა.
თქვენ შეგიძლიათ, დაჯავშნოთ IQOS ILUMA i PRIME დღესვე.
დაჯავშნეთ მოწყობილობა უფრო მეტი მოქნილობისა და კომფორტისთვის.
თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ და მიიღოთ IQOS ILUMA i PRIME-ის მოწყობილობა IQOS-ის ოფიციალურ მაღაზიაში.
ეს პროდუქტი არ არის რისკისგან თავისუფალი. ის წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის.