30/12/2025

რა განსხვავებაა IQOS ILUMA-სა და IQOS ILUMA i-ს შორის?

წარმოგიდგენთ ჩვენს უახლეს ინოვაციას  გასახურებელი მოწყობილობების ხაზში IQOS ILUMA i , რომელიც შექმნილია უწყვეტი და მოქნილი გამოცდილების უზრუნველსაყოფად. წინა თაობის IQOS-ის მოწყობილობებთან შედარებით, IQOS ILUMA i აღჭურვილია ახალი ფუნქციებით, რაც ამ მოდელს ჩვენს ყველაზე პერსონალიზებულ მოწყობილობად აქცევს. მოწყობილობა გამოირჩევა ისეთი ინოვაციური მახასიათებლებით, როგორებიცაა FlexPuff, პაუზის რეჟიმი და სხვა.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ განსხვავებებს IQOS ILUMA-სა და IQOS ILUMA i-ს შორის, ასევე განვმარტავთ რა უპირატესობები აქვს ახალ მოდელზე გამოყენებას. მეტი ინფორმაციის მისაღებად, გააგრძელეთ კითხვა.

IQOS ILUMA და IQOS ILUMA i მოდელების მოკლე მიმოხილვა ორივე მოწყობილობა IQOS ILUMA და IQOS ILUMA i მუშაობს ინოვაციური, SMARTCORE INDUCTION SYSTEM® დანის გარეშე ტექნოლოგიით, რომელიც ახურებს თამბაქოს ღერებს მათი წვის ნაცვლად.


მახასიათებლები, რომლებიც საერთოა IQOS ILUMA-სა და IQOS ILUMA i-ს მოწყობილობებისათვის

Heat-not-Burn ტექნოლოგიის ევოლუციის შედეგად, IQOS ILUMA-სა და IQOS ILUMA i-ს მოწყობილობა მოიცავს რამდენიმე საერთო მახასიათებელს. ეს კი მომხმარებელს ახალ მოდელზე გადასვლას უმარტივებს და უზრუნველყოფს თანმიმდევრულ გამოცდილებას:

  •  - SMARTCORE ღერები: ორივე მოწყობილობა იყენებს SMARTCORE ღერებს, რომლებიც მთლიანად დალუქულია. ასეთი დიზაინი უზრუნველყოფს ღერის გასახურებელ მოწყობილობაში მარტივ მოთავსებასა და ამოღებას, არ ტოვებს თამბაქოს ნარჩენებს და არ საჭიროებს გასახურებელი მოწყობილობის წმენდას.
  •  - ნაცნობი დიზაინი: ორივე მოდელს მოჰყვება გასახურებელი მოწყობილობა და ჯიბის დამტენი, რომლებიც ინარჩუნებენ ელეგანტურ და მომხმარებლისთვის კომფორტულ დიზაინს.
     - დამუხტვა: ორივე მოწყობილობა თავსებადია ერთი და იმავე AC დენის ადაპტერთან, რომლის შეძენაც შესაძლებელია IQOS-ის მაღაზიაში. ასევე შესაძლებელია წინა თაობის მოდელების დამტენის გამოყენება (მაგალითად: IQOS 3, IQOS 3 MULTI, IQOS 3 DUO, IQOS ORIGINALS DUO, IQOS ORIGINALS ONE და IQOS ILUMA). 

IQOS ILUMA i -ს უნიკალური მახასიათებლები

წინა თაობის მოწყობილობებისგან განსხვავებით, IQOS ILUMA i უზრუნველყოფს ყველაზე პერსონალიზებულ გამოცდილებას, რაც განპირობებულია სრულწლოვან მომხმარებელზე მორგებული ინოვაციური ფუნქციებით.

გაეცანით IQOS ILUMA i -ს ფუნქციებს, რომლებიც მას IQOS ILUMA-ს პორტფოლიოში განსაკუთრებულს ხდის:

  •  - სენსორული ეკრანი: მოწყობილობა აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელიც მომხმარებელს აწვდის ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა წინასწარი გახურების სტატუსი, დარჩენილი მოხმარების დრო, ხელმისაწვდომი გამოცდილებების რაოდენობა (1 ან 2).
  •  - პაუზის რეჟიმი: სრულწლოვან მომხმარებლებს შეუძლიათ დააპაუზონ სესია მაქსიმუმ 8 წუთით და შემდეგ განაგრძონ. ეს ფუნქცია IQOS ILUMA i-ს მოწყობილობას წინა თაობის მოწყობილობებისგან განასხვავებს და ზრდის მოხმარების მოქნილობას.
  •  - FlexPuff ფუნქცია: მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს მოხმარების სტილს და საჭიროების შემთხვევაში შემოგთავაზებთ დამატებით 4 ნაფაზს (სტანდარტული 14 ნაფაზის გარდა)**.

ისეთი გაუმჯობესებული ფუნქციებით, როგორიცაა სენსორული ეკრანი, პაუზის რეჟიმი და FlexPuff შეგიძლიათ თქვენი მოხმარების გამოცდილება მეტად პერსონალიზებული და გაუმჯობესებული გახადოთ, ასევე შეარჩიოთ ახალი, ელეგანტური აქსესუარები ფართო ასორტიმენტიდან.

თქვენ შეგიძლიათ IQOS ILUMA i-ს მოხმარება კიდევ უფრო მეტად პერსონალიზებული გახადოთ.

* ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტულ რეჟიმში, მოხმარების პირველი 3 წუთის ან 8 ნაფაზის განმავლობაში. როდესაც პაუზის რეჟიმი გააქტიურებულია, ამ დროს სტანდარტული რეჟიმი გაძლევთ ორი თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას, პაუზის რეჟიმის გამოყენება კი შესაძლებელია მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე.

 

** FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.მისი გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს მოხმარების ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე. პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.

 

იხილეთ ინფორმაცია მოწყობილობის მოდელების შესახებ

 

ბოლო სიახლეები

კრეატივი და კოლაბორაცია IQOS-ის ბუტიკში
გაიგე მეტი
ახალი დიზაინი. უცვლელი გემო
გაიგე მეტი
TEREA-ს პორტფოლიოში ცვლილებაა!
გაიგე მეტი
რა არის DELIA?
გაიგე მეტი