ყველაზე ინოვაციური და დახვეწილი მოწყობილობა
ნაცნობი დიზაინი. გაუმჯობესებული გამოცდილება.
კომპაქტური, ყველაფერი ერთში დიზაინი.
30/12/2025
IQOS ILUMA i არის IQOS ILUMA-ს პორტფელში შემავალი სამი ახალი გასახურებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი. ახალი ხაზის მოწყობილობები, IQOS-ის წინა მოდელებთან შედარებით, მომხმარებელს სთავაზობს უფრო მოქნილ და მათზე მორგებულ გამოცდილებას.
IQOS ILUMA i გამოირჩევა ინტუიციური, მარტივი მოხმარების გამოცდილებით და მოიცავს სხვადასხვა ახალ და გაუმჯობესებულ ფუნქციას.
IQOS ILUMA სხვა მოწყობილობების მსგავსად, იყენებს ექსპერტულად შემუშავებულ და სიზუსტით დაპროექტებულ SMARTCORE INDUCTION™ სისტემას.
ეს ტექნოლოგია გულისხმობს თამბაქოს გახურების ინდუქციურ მეთოდს დანის გარეშე, რაც უზრუნველყოფს მარტივ მოხმარების გამოცდილებასზედმეტი ნარჩენების გარეშე.
გაეცანით IQOS ILUMA i-ს შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის მის მახასიათებლებს, ფერებს, თავსებად გასახურებელ თამბაქოს ღერებს. შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და მიიღოთ შესაძლებლობა დაჯავშნოთ IQOS ILUMA i-ს მოწყობილობა დღესვე.
IQOS ILUMA i-ის მახასიათებლები
IQOS ILUMA i, წინა თაობის მოდელების ფუნქციებთან ერთად, გთავაზობთ 3 ახალ, გაუმჯობესებულ ფუნქციასა და სენსორულ ეკრანს.
გაეცანით ახალ მახასიათებლებს:
სენსორული ეკრანი
IQOS ILUMA i წარმოადგენს IQOS-ის უახლეს ტექნოლოგიას - სენსორულეკრანს. სრულიად ახალ მომხმარებლის ინტერფეისს რომელიცხელმისაწვდომია მხოლოდ IQOS ILUMA i და IQOS ILUMA i PRIME მოდელებში.
დამატებითი კომფორტისთვის, სენსორული ეკრანი შესაძლებლობას გაძლევთ, მარტივად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მოხმარების გამოცდილების შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა:
FlexPuff
FlexPuff-ის ფუნქცია ხელმისაწვდომია IOQS ILUMA i -ის ყველა მოდელში. როდესაც ფუნქცია აქტიურია, გამოცდილების დასასრულისკენ, მოწყობილობა ავტომატურად აანალიზებს, მასში მოთავსებული ღერი სრულად იქნა მოხმარებული თუ არა.
FlexPuff აქტიურდება ავტომატურად, დამატებითი მოქმედების გარეშე. თუ ღერი სრულად არ არის გამოყენებული, სისტემამ შეიძლება შემოგთავაზოთ დამატებითი 4 ნაფაზი*, რაც ქმნის უფრო მოქნილ და პერსონალიზებულ გამოცდილებას.
*• FlexPuff შექმნილია სპეციალურად გასახურებელ ღერებთან თავსებადობისთვის.მისი გააქტიურება და დამატებითი ნაფაზების რაოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალური მოხმარების სტილზე და შესაძლოა არ ვრცელდებოდეს მოხმარების ყველა გამოცდილებაზე, ან ყველა სრულწლოვან მომხმარებელზე. პაუზის რეჟიმის გამოყენებისას FlexPuff არ გააქტიურდება.
FlexBattery
FlexBattery წარმოადგენს ადაპტირებულ ფუნქციას, რომელიც არეგულირებს გასახურებელი მოწყობილობის ელემენტს იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს პაუზის რეჟიმის, FlexPuff-ის ფუნქციის გამოყენება და მოწყობილობის 3 თანმიმდევრული მოხმარება.
Pause რეჟიმი / პაუზის რეჟიმი
პაუზის რეჟიმი შესაძლებლობას გაძლევთ, დააპაუზოთ სესია მაქსიმუმ 8 წუთით და შემდეგ გააგრძელოთ. თუ 8 წუთში არ მოხდება სესიის განახლება, გასახურებელი მოწყობილობა ავტომატურად გაითიშება. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას.
ავტოსტარტი/ავტოსტოპი (Autostart/Autostop)
ეს ფუნქციები კარგად ცნობილი იყო წინა თაობის IQOS ILUMA-ს მოწყობილობების მომხმარებელთათვის და ის ხელმისაწვდომია IQOS ILUMA i-ს ახალ მოდელებშიც. ავტოსტარტი ნიშნავს, რომ SMARTCORE STICK™-ის მოწყობილობაში მოთავსებისთანავე იწყება ავტომატური გახურება. ავტოსტოპი კი ნიშნავს, რომ ღერის ამოღებისას გასახურებელი მოწყობილობა ავტომატურად წყვეტს მუშაობას.
სენსორული ეკრანი გაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი მოხმარების გამოცდილების შესახებ. ძირითადი სიმბოლოები შემდეგნაირად მუშაობს:
წინასწარი გახურება
წინასწარი გახურება ავტომატურად იწყება და საშუალოდ 20 წამს გრძელდება. მისი დაწყება აღინიშნება ერთჯერადი ვიბრაციით, შემდეგ კი LED განათება ეკრანზე იწყებს ქვემოდან ზემოთ, წრიული ფორმით ნათებას, ორივე მიმართულებით.
გამოყენების პერიოდი
გამოყენების დაწყებისას მოწყობილობა ორი სესიისთვის ორჯერ, ხოლო ერთი სესიისთვის – ერთხელ ვიბრირებს. სესიის განმავლობაში ეკრანზე განათებული წრე იწყებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნელ-ნელა ჩაქრობას. როდესაც გამოცდილება დასასრულს უახლოვდება, მოწყობილობა კვლავ ვიბრირებს ერთხელ. მოხმარების დასრულებისას ეკრანზე LED ნათება სრულად ქრება.
გამოცდილების სტატუსი
დარჩენილი გამოცდილებების ნახვა სენსორული ეკრანის მეშვეობით შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
ახალი IQOS ILUMA i თავსებადია SMARTCORE STICK™-ებთან, კერძოდ, TEREA-სა და DELIA-სთან. არ გადაყლაპოთ ან დაშალოთ SMARTCORE STICK™-ები. ეს პროდუქტი შეიცავს მეტალის ბასრ ნაწილს, რომელსაც გადაყლაპვის შემთხვევაში შეუძლია მძიმე დაზიანების გამოწვევა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია IQOS ILUMA i-სთან თავსებადი გასახურებელი თამბაქოს ღერების - TEREA-სა და DELIA -ს შესახებ..