12/07/2021

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები IQOS 3 DUO-ს შესახებ

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები IQOS 3 DUO-ს შესახებ

რა არის IQOS 3 DUO?

IQOS-ი არის ტრადიციული მოწევის ინოვაციური ალტერნატივა, რომელიც წვის ნაცვლად, თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას იყენებს.

IQOS 3 DUO შედგება 2 კომპონენტისაგან: გასახურებელი მოწყობილობა და დამტენი მოწყობილობა. გასახურებელი მოწყობილობა გამოიყენება გასახურებელი თამბაქოს ღერების (HEETS) მოხმარებისათვის, რომელიც დატენვის გარეშე ზედიზედ ორი გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

დამტენი მოწყობილობა განკუთვნილია გასახურებელი მოწყობილობის დასატენად, რომელიც სრულად დატენვის შემთხვევაში გასახურებელი მოწყობილობის 20-ჯერ გამოყენებას უზრუნველყოფს.

საქართველოში IQOS  3 DUO ხელმისაწვდომია ოთხ ფერში: GLOD, BLUE, WHITE, და GREY. თუმცა, ახლა შეზღუდული რაოდენობის ფერი MOONLIGHT SILVER ხელმისაწვდომია IQOS-ის მაღაზიებში და ვებ-გვერდზე მოწყობილობის ჯავშანი.
როგორ უნდა გამოიყენოთ IQOS 3 DUO?

გაინტერესებს, როგორ გამოიყენო IQOS 3 DUO მოწყობილობა?

მოხმარების დაწყებამდე არ დაგავიწყდეს, შეამოწმო ელემენტის დონე. ამისთვის, 4 წამის განმავლობაში დააჭირე თითი გასახურებელ მოწყობილობაზე არსებულ ღილაკს და დაელოდე ნათებას.

ხედავ ნათებას? ახლა შეგვიძლია დავიწყოთ IQOS 3 DUO-ს მოხმარება.

  • ფრთხილად მოათავსე HEETS-ის ღერი მოწყობილობაში. ეცადე არ დაატრიალო.
  • დააჭირე თითი მოწყობილობის ჩასართავ ღილაკს, დაელოდე ვიბრაციას და მოციმციმე ნათებას.
  • ორი ვიბრაციის შემდეგ, როცა ნათება შეწყვეტს ციმციმს, მოწყობილობა განიშნებს, რომ მზად არის მოხმარებისთვის.

კვლავ იგრძენი ვიბრაცია? ეს იმის ნიშანია, რომ მოხმარების დასრულებამდე 2 ნაფაზი არის დარჩენილი.

მოხმარების დასრულების შემდეგ ამოიღე HEETS-ის ღერი და დახურე გასახურებელი მოწყობილობა.

როგორ უნდა დატენოთ IQOS 3 DUO მოწყობილობა?

ელემენტის სტატუსის შემოწმების დროს შენი IQOS 3 DUO-ს მოწყობილობის ნათება ციმციმებს? ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა დატენვას საჭიროებს. ამისთვის, გამოიყენე IQOS AC კვების ბლოკი და დამტენი კაბელი.

როდესაც დამტენ მოწყობილობას დენის წყაროში შეაერთებ, სტატუსის მაჩვენებელი ნათება კვლავ დაიწყებს ციმციმს. ეს იმის ნიშანია, რომ იტენება.

მოდი, შევამოწმოთ ელემენტის სტატუსი გასახურებელ მოწყობილობაზე. დააჭირე თითი ღილაკს და დაელოდე სტატუსის მაჩვენებელ ნათებას. გახსოვდეს:

  • ორი ნათება ნიშნავს, რომ მოწყობილობა მზად არის 2 თანმიმდევრული გამოყენებისთვის.
  • ერთი ნათება მიგანიშნებს, რომ დარჩენილია 1 მოხმარება.
  • თუ ნათება არ ჩნდება, ესე იგი მოწყობილობა დასატენია.

როგორ უნდა გაწმინდოთ IQOS 3 DUO მოწყობილობა?

IQOS 3 DUO-ს მოხმარების დროს ცვლილებას გრძნობ სუნსა და გემოში? ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა გასაწმენდია. ეს მარტივი პროცესია!

  • მოხმარების შემდეგ დაელოდე გასახურებელი მოწყობილობის გაგრილებას.
  • მოხსენი თავსახური და დაფერთხე.
  • მოათავსე საწმენდი ხელსაწყო გასახურებელ მოწყობილობაში და ნაზად დაატრიალე.
  • ამოიღე საწმენდი ხელსაწყო
  • დაახურე თავსახური გასახურებელ მოწყობილობას.
  • წმენდის პროცესი უკვე დასრულებულია!

ასევე, შეგიძლია გამოიყენო საწმენდი ჩხირები. გახსოვდეს, ეცადე არ შეეხო გასახურებელ დანას, რათა თავიდან აიცილო მისი დაზიანება.

ბოლო სიახლეები

IQOS-ის სერვისები გუდაურში Winter Jazz Festival-ზე!
გაიგე მეტი
IQOS საქართველო გილოცავთ ახალ წელს!
გაიგე მეტი
რა განსხვავებაა IQOS 3 DUO-სა და IQOS ILUMA-ს შორის?
გაიგე მეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია IQOS ILUMA-ს შესახებ - მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში
გაიგე მეტი