HEETS თამბაქოს ღერები

  • რატომ აღარ ყიდით HEETS Dimensions – Yugen ?

     

    • ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი უკვამლო თამბაქოს გამოცდილება.
გაიგე მეტი
  • HEETS-ის ფილტრის სექცია პლასტმასს/ცელოფანს არ შეიცავს.
    ის კომპონენტი, რომელიც შეიძლება პლასტმასს/ცელოფანს გავდეს სინამდვილეში სიმინდზე დაფუძნებული ბიოპოლიმერული ფირია, რომელიც ბიოდეგრადირებადია.
  • ეს მასალა ფართოდ გამოიყენება სამედიცინო, კვების და სასმელების ინდუსტრიებში; მაგალითად ჩაის ერთჯერადი კონვერტის/ტომსიკას და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთების დამზადებაში.
  • IQOS გამოყენების დროს ბიოპოლიმერული ფირიდან გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერებები არ გამოვლენილა.
  • მისი მთავარი დანიშნულებაა გააგრილოს აეროზოლი.

 

თამბაქოს ნაწილი შედგება საგულდაგულოდ შერჩეული, წვრილად დაფხვნილი და სპეციალურად დამზადებული თამბაქოსგან.

თამბაქოს არშემცველი ნაწილი შედგება:

  • ჰაერის ნაკადის ღრუ
    • შექმნილია თამბაქოს ადგილზე ფიქსაციისთვის და გამაგრილებელ საცობში ჰაერის გადასატანად
  • გამაგრილებელი საცობი
    • შექმნილია აეროზოლის გასაგრილებლად, დამზადებულია სიმინდზე დაფუძნებული მასალისგან, რომელიც ასევე გამოიყენება სამედიცინო, საკვები და სასმელების წარმოების ინდუსტრიაში
  • დამცავი გარსი
    • დამცავი ალუმინის გარსი, რომელიც ხელს უწყობს გემოს თანმიმდევრულ გადატანას
  • ფილტრი
    • შექმნილია როგორც მუნდშტუკი, დამზადებულია ცელულოზის აცეტატისგან
14 ნაფაზამდე, ან დაახლოებით 6 წუთი, იმის მიხედვით რომელიც უფრო მალე დადგება.
HEETS-ის გასახურებელი თამბაქოს ღერები განკუთვნილია სპეციალურად IQOS-ის მოწყობილობებისთვის. მათ აქვთ ის სიგრძე, დიამეტრი და დიზაინი, რაც საჭიროა IQOS-ის გასახურებელი მოწყობილობისთვის.
დიახ, HEETS-ის გასახურებელი თამბაქოს ღერები შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ნიკოტინი ბუნებრივად არის თამბაქოს შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება HEETS გასახურებელი თამბაქოს ღერებში. იგი გამოიყოფა იმ ორთქლით, რომელიც წარმოიქმნება IQOS-ის მოხმარების დროს.
HEETS-ის გასახურებელი თამბაქოს ღერების გემო განსხვავდება სიგარეტის გემოსგან, რადგან თამბაქო ხურდება და არ იწვის. HEETS-ის გასახურებელი თამბაქოს ღერები მზადდება საგულდაგულოდ შერჩეული თამბაქოსგან.