„ლაბორატორიულ პირობებში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ IQOS-ის აეროზოლი ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია.
ჩვენ ვატარებთ სამეცნიერო კვლევებს ჩვენს პროდუქტებზე, სანამ ისინი მომხმარებლებამდე მივა. ჩვენს ლაბორატორიებში „in vitro” ანალიზების გამოყენებით, შევაფასეთ IQOS-ის ციტოტოქსიკურობა და გენოტოქსიკურობა IQOS-ის თამბაქოს აეროზოლში კვლევის მიზნებისთვის შექმნილი რეფერენსული სიგარეტის კვამლთან შედარებით. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ რეფერენსული სიგარეტის კვამლთან შედარებით, IQOS-ის თამბაქოს აეროზოლი ნაკლები რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს.
თუმცა, ეს ჩვენი შრომების მხოლოდ ნაწილია. აღნიშნული კვლევები აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, სანამ ჩვენ IQOS-ს ათასობით სრულწლოვან მწეველამდე მივიტანდით, რომლებიც მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ ჩვენი კლინიკური კვლევის პროგრამაში"
„IQOS-ის თამბაქოს აეროზოლში არსებული მნიშვნელოვნად შემცირებული ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა ნიშნავს თუ არა მათი რაოდენობის სხეულში შემცირებასაც? თუ შეამცირებთ IQOS-ის აეროზოლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, ეს ნიშნავს, რომ სრულად IQOS-ის მოწყობილობის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმის მავნე ქიმიური ნივთიერებების მიმართ დაქვემდებარებას. ამის დასამტკიცებლად, ჩვენ გავზომეთ სხვადასხვა მავნე ქიმიური ნივთიერებების ბიომარკერები ათასობით მწეველში, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს კლინიკურ კვლევაში (ზოგი მათგანი გადავიდა IQOS-ის მოხმარებაზე, დანარჩენმა კი ან გააგრძეალა თამბაქოს მოწევა ან სრულად დაანება თავი, კვლევის ფარგლებში).
აღნიშნული კვლევები აჩვენებს, რომ IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს მწეველების ორგანიზმის მავნე ქიმიური ნივთიერებებისადმი დაქვემდებარებას, რაც თავისთავად, ნიშნავს იმ რისკის მარკერების რაოდენობის შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება”.
„ჩვენი კლინიკური კვლევების მონაწილეები, რომლებიც გადავიდნენ IQOS-ის მოხმარებაზე, ასევე აღნიშნავენ, რომ IQOS-ი ქმნის სიგარეტის მსგავს კმაყოფილებას. ეს კი მხარს უჭერს ჩვენს შეხედულებას, რომ IQOS-ი სრულწლოვანი მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, პოტენციურად მისაღებ ალტერნატივას წარმოადგენს. სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ტრადიციული სიგარეტის მოხმარების გაგრძელებასთან შედარებით, ნაკლები ზიანის შემცველია.
თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ IQOS-ი არ არის სრულიად უსაფრთხო და რისკის შემცირება დამოკიდებულია თითოეული ინდივიდის მოწევის ისტორიაზე. საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის სრულად დანებება წარმოადგენს. IQOS-ი არ არის ნიკოტინისთვის თავის დანებების ალტერნატივა. ჩვენი პროდუქტი წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.“
„მას შემდეგ, რაც IQOS-ი ბაზარზე ხდება ხელმისაწვდომი, ჩვენი კვლევები ბაზრის კვლევის ეტაპიდან რეალურ სამყაროში გადადის. აქ ვიკვლევთ იმას, თუ როგორ და ვის მიერ ხდება მათი მოხმარება, რათა შევაფასოთ ბაზარზე განთავსებამდე პერიოდში მიღებული კვლევების შედეგები და მოვახდინოთ არამიზნობრივი აუდიტორიის მხრიდან მოწყობილობის გამოყენების პრევენცია. სხვადასხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში პროდუქტის კომერციალიზაციის შედეგად ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ IQOS-ით დაინტერესება არამწეველთა და ყოფილ მწეველთა მხრიდან, რომლებმაც თავი დაანებეს მოწევას, დაბალია.
ჩვენ ასევე ვახდენთ პროდუქტის, რომელსაც დღეს მილიონობით ადამიანი მოიხმარს, მწეველთა ორგანიზმზე ზეგავლენის მონიტორინგს. გრძელვადიანი კვლევები კი დაგვემხმარება, შევაფასოთ პოტენციური, დაავადებებთან დაკავშირებული რისკის შემცირების ტენდენცია. ამ კითხვებზე პასუხების გასაცემი მონაცემების შეგროვებას დრო სჭირდება, თუმცა, ეს სწორი არჩევანია. ამ დრომდე, ჩვენ მიერ მიღებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.“
IQOS-ი მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. დღევანდელ დღეს არსებული სამეცნიერო კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ტრადიციული სიგარეტის მოხმარების გაგრძელებასთან შედარებით, ამცირებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს.*
IQOS-ი არ არის რისკისგან თავისუფალი. ის წარმოქმნის ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც მწეველს შეუძლია მიიღოს, თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის სრულად დანებებაა.
*წყარო: დაფუძნებულია ტრადიციული მოწევის გაგრძელებისა და IQOS-ის მოხმარების შედეგების შედარებით მიღებულ მონაცემებზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აეროზოლის ქიმიური შემადგენლობის შესახებ. მონაცემები მიღებულია 10 ქიმიური კვლევის შედეგად, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა აშშ-დან, იაპონიიდან და პოლონეთიდან, ამასთან, მონაცემები 18 არა -კლინიკური კვლევიდან.