11/10/2024

ცვლილების და მუდმივი განვითარების 10 წელი

ზუსტად 10 წლის წინ IQOS-ი პირველად იაპონიის ბაზარზე გამოჩნდა. ეს იყო „PMI“-ის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის გზაზე.

მალევე, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის, საქართველოშიც.

უკვე 4 წელია საქართველოში სრულწლოვან მომხმარებელთან ერთად, ვქმნით თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ მომავალს.

მოდით, ერთად გადავხედოთ IQOS-ის ისტორიას.

როგორ შეიქმნა IQOS-ი?  

სიგარეტის ალტერნატივების შესაქმნელად, 2008 წელს შვეიცარიაში პირველად გაიხსნა თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების კვლევისა და განვითარების ცენტრი. მალევე, მსგავსი ცენტრი გაიხსნა სინგაპურში. დღეს კი მსოფლიოს 400-ზე მეტ ქვეყანაში ათასობით მეცნიერი და ინჟინერი ახალი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. სწორედ ასეთ ცენტრებში შეიქმნა PMI-ის პირველი Heat-Not-Burn მოწყობილობა.

2014 წელს აღნიშნული პროდუქტი პირველად გამოჩნდა იაპონიის, შემდეგ კი იტალიის ბაზარზე.

2015 წელს პირველი Heat-Not-Burn მოწყობილობა IQOS-ის სახელით გახდა ცნობილი და მსოფლიოს 5 ბაზარზე იყო ხელმისაწვდომი (იაპონიაში, იტალიაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და რუსეთში).

2017 წელს IQOS-მა მიიღო ჩიკაგოს ათენეუმის არქიტექტურისა და დიზაინის მუზეუმის (Chicago Athenaeum Museum of Architecture and Design) და Metropolitan Arts Press-ის GOOD DESIGN®-ის ჯილდო.

2020 წლის 27 ივლისს კი საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა IQOS-ის ოთხი ოფიციალური მაღაზია.

IQOS-ი არის ერთადერთი გასახურებელი თამბაქოს სისტემა, რომელმაც გაიარა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის ავტორიზაცია და მიიღო, IQOS-ის როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე , პროდუქტის მარკეტინგის ნებართვა შემდეგი ინფორმაციით:

 

 - IQOS-ის სისტემა ახურებს თამბაქოს და არ წვავს მას. 

 - ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების წარმოქმნას.

 - სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ტრადიციული სიგარეტიდან IQOS-ის მოხმარებაზე სრულად გადასვლა ამცირებს მწეველის ორგანიზმზე მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას.

 

*წყარო: FDA-ის გადაწყვეტილება.

თარიღი 7 ივლისი, 2020.

 

დღეისათვის 27.4 მილიონი მწეველი შეუერთდა IQOS-ის მისიას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის პროცესში.

ბოლო სიახლეები

მოხარულები ვართ გაგაცნოთ ლუკა ნაჭყებიასთან ერთად კოლაბორაციით შექმნილი აქსესუარები!
გაიგე მეტი
FlexPuff
გაიგე მეტი
სენსორული ეკრანი
გაიგე მეტი
პაუზის რეჟიმი
გაიგე მეტი