როგორ გამოვიყენოთ lil SOLID 2.0

lil SOLID 2.0 გამოყენება

მოხსენით მოწყობილობას თავსახური და მოათავსეთ Fiit-ის თამბაქოს ღერი მოწყობილობაში, დააჭირეთ ხელი ღილაკს 2 წამის განმავლობაში. მალე თქვენ იგრძნობთ ვიბრაციას, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი მოწყობილობა გამოდის “ძილის რეჟიმიდან” და ემზადება მოხმარებისთვის. სულ რაღაც 25 წამი არის საჭირო იმისათვის, რომ მოწყობილობა მოხმარებისათვის საჭირო ტემპერატურამდე გახურდეს. ამის შემდეგ თქვენ კვლავ იგრძნობთ ვიბრაციას - თქვენი მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის. მოწყობილობის ერთი მოხმარება 5 წუთი ან 14 ნაფაზი გრძელდება. თუ მოხმარების დროს კვლავ იგრძნობთ ვიბრაციას, ეს იმის ნიშანია, რომ მოხმარების დასრულებამდე დარჩენილია 30 წამი ან 3 ნაფაზი. მოხმარების დარულების შემდეგ დაატრიალეთ თამბაქოს ღესი სამჯერ, ერთი მიმართულებით. შემდეგ ამოიღეთ ღერი და დახურეთ თამბაქოს ღერის მოსათავსებელი ნაწილის საფარი.

lil SOLID 2.0 დატენვა

მოწყობილობის ელემენტის დონის შემოწმება მარტივია. დატენვის დროს მოწყობილობის LED ნათება იწყებს ციმციმს. ხოლო მას შემდეგ, რაც მოწყობილობა სრულადდაიტენება, ნათება ქრება. თუ ნათება ლურჯი ფერისაა, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობის ელემენტი დატენილია 100%-დან 60%-მდე. იმ შემთვევაში, თუ ნათება არის ღია ლურჯი, ეს განიშნებთ, რომ მოწყობილობის ელემენტი 60%-დან 30%-მდე არის დატენილი - რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის მოხმარება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ ნათება ნარინჯისფერია, ელემენტი 30%-დან 1%-მდეა და თქვენ უდნა დატონოთ ის. იმ შემთვევაში, თუ თქვენი მოწყობილობის LED ნათება წითლად ანათებს, ეს ნიშნავს რომ ელემენტი სრულად არის დაცლილი და მოწყობილობა საჭიროებს დატენვას.

lil SOLID 2.0 წმენდა

გაწმენდამდე, ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა.

1. გახსენით ორმხრივი საწმენდი ხელსაწყო საწმენდი პირის მხრიდან
2. მოხსენით მოწყობილობას თავსახური
3. გამოიყენეთ საწმენდი ხელსაწყო გასახურებელი ღერძის გასაწმენდად
4. გახსენით ორმხრივი საწმენდი საწმენდი ჯაგრისის მხრიდან
5. გამოიყენეთ საწმენდი ჯაგრისი შიგნიდან გასაწმენდად

მოწყობილობის ოპტიმალური მოხმარებისათვის, გაწმინდეთ მოწყობილობა ყოველი 20 მოხმარების შემდეგ. თქვენი მოწყობილობის გაწმენდა მისი გახურებითაც არის შესაძლებელი. სწრაფად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს 5-ჯერ. 90 წამის განმავლობაში თქვენ მოწყობილობის LED ნათება ნარინჯისფრად დაიწყებს ციმციმს. მას შემდეგ რაც მოწყობილობა დაასრულებს თვითწმენდას, ნათება ჩაქრება და თქვენ იგრძნობთ ორ ვიბრაციას.

lil SOLID 2.0 – მომხმარებლის სახელმძღვანელო

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე lil SOLID 2.0-ის მომხმარებლის სახლემძღვანელო
დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
იპოვე ოფიციალური IQOS სერვის ცენტრები და უახლოესი HEETS-ის გაყიდვის ობიექტები. გამოიყენე ჩვენი რუკის ნავიგატორი, უახლოესი გაყიდვების წერტილის მოსაძებნად.
იპოვე რუკაზე
ნებისმერ დროს მოგვწერე შენთვის საინტერესო ტექნიკური შეკითხვები და ჩვენი ექსპერტები რამდენიმე წუთში გიპასუხებენ.
IQOS Support Georgia
ეწვიე ჩვენს Viber Bot-ს და მიიღე დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია.
IQOS Georgia
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 20:00-საათამდე.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე