IQOS-ის გასახურებელი და დამტენი მოწყობილობები უსაფრთხოა, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციების გათვალისწინებით. ორივე მათგანი შესაბამისობაშია ევროკავშირის მომხმარებელთა ელექტრონული უსაფრთხოების მოთხოვნებთან, რაც შეფუთვაზე გამოსახულია "CE" (ევროპული შესაბამისობის) ნიშნით. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „მომხმარებლის სახელმძღვანელო“.
გადატვირთეთ IQOS მოწყობილობა, თუ ის კვლავ არ ფუნქციონირებს მომხმარებლებზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს: ტელეფონის საშუალებით: +995 32 2 003 003, ორშაბათი-შაბათი 10:00 საათიდან - 20:00 საათამდე; ტექნიკური მხარდაჭერისთვის ეწვიეთ IQOS გაყიდვების წერტილებს, ან მოიძიეთ ინფორმაცია ვებ-გვერდზე "მხარდაჭერის" გვერდის საშუალებით.
დაიცავით IQOS-ი წყლისგან, მზის პირდაპირი სხივებისა ან / და მაღალი ტემპერატურის პირობებისგან. არ დატოვოთ IQOS-ის მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში ცხელ ადგილას, მაგალითად, ზაფხულის პერიოდში მანქანაში, რადგან შესაძლოა ელემენტი ან მოწყობილობა გაფუჭდეს ან მნიშვნელოვნად დაზიანდეს.
რეკომენდებულია დღეში ერთხელ გაწმინდოთ IQOS მოწყობილობა. IQOS-ის გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ IQOS-ის საწმენდი ხელსაწყო და საწმენდი ჩხირები.