IQOS 3 DUO დიაგნოსტიკა

ისარგებლე ჩვენი ონლაინ ინსტრუქციებით, რომელიც დაგეხმარება იპოვო გამოსავალი მოწყობილობის პრობლემებთან დაკავშირებით.

შენი IQOS-ი ნელა იტენება?

1. გამოიყენე რეკომენდებული IQOS-ის დამტენი კაბელი და AC კვების ბლოკი, რადგან მოწყობილობის დატენვა, USB პორტის საშუალებით ან სხვა კაბელის გამოყენებით ნაკლებად ეფექტურია.

2. თუ დატენილ IQOS 3 DUO-ს გასახურებელ მოწყობილობას შეაერთებ დენის წყაროში, შესაძლოა ელემენტის სტატუსის ნათებამ დაიწყოს ციმციმი, რაც ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ მოწყობილობა არ იტენება.  თუ შენი IQOS 3 DUO-ს დამტენი მოწყობილობა დამჯდარია, შეაერთე ის დენის წყაროში AC კვების ბლოკით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და დაელოდეთ ელემენტის სტატუს ნათების გამოჩენას.

შენი IQOS-ის ნათება ციმციმებს?

1. თეთრი ნათების ორჯერ ციმციმი მიგანიშნებს, რომ შენს IQOS 3 DUO-ს შესაძლოა ჰქონდეს მოწყობილობის ფუნციონირებისთვის შეუფერებელი ტემპერატურა. შეიძლება დაგჭირდეს მისი გაგრილება ან გათბობა შენი ხელებით. თუ პრობლემა დაკავშირებული არ არის ტემპერატურასთან, სცადე მოათავსო IQOS 3 DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა დამტენ მოწყობილობაში, თვით-წმენდისთვის. 

2. წითელი ნათების ციმციმი: თუ წითელი ნათება ციმციმებს, გადატვირთე შენი მოწყობილობა, ციმციმის გაგრძელების შემთხვევაში დაუკავშირდი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდს.

IQOS-ის გადატვირთვა

თუ IQOS 3 DUO დატენილია მაგრამ არ ირთვება, შესაძლოა საჭირო იყოს მოწყობილობის გადატვირთვა. დააჭირე დამტენი მოწყობილობის ღილაკს, ნათებების გაფერმკრთალებამდე, შემდეგ აუშვი. სტატუსის ყველა მაჩვენებლის ნათება ჩაქრება და ორჯერ გაიელვებს გადატვირთვის დასადასტურებლად.

აეროზოლი სუსტად წარმოიქმნება?

სცადე გაწმინდო შენი IQOS 3 DUO-ს გასახურებელი მოწყობილობა.

1. დაელოდე გასახურებელი მოწყობილობის გაგრილებას და მოხსენი თავსახური.

2. მოათავსე IQOS-ის საწმენდი ხელსაწყო გასახურებელ მოწყობილობაში და ფრთხილად დაატრიალე. რეგულარული წმენდა უზრუველყოფს მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებას.

3. თუ მოწყობილობის ზოგიერთ ნაწილებს, გასახურებელი ნაწილის ჩათვლით, ვერ მიწვდები საწმენდი ინსტრუმენტით, გამოიყენე საწმენდი ჩხირები. გამოიყენე ისინი ფრთხილად, რათა თავიდან აირიდო დანის დაზიანება ან გატეხვა.

 

IQOS 3 DUO-ს ფიზიკური დაზიანება

შეამოწმე მოწყობილობა აქვს თუ არა რაიმე ფიზიკური დაზიანება. დაზიანების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდი, ჩვენი მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი შეეცდება დაგეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. წმენდის დროს შესაძლოა დააზიანო შენი გასახურებელი დანა. ასევე გაითვალისწინე, რომ არ დაატრიალო გასახურებელი თამბაქოს ღერი (ჰითსი) გასახურებელ მოწყობილობაში მოთავსებისას, მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს გასახურებელი დანის დაზიანება.

IQOS 3 DUO – მომხმარებლის სახელმძღვანელო

ჩვენი IQOS 3 DUO -ს მომხმარებლის სახელმძღვანელო დეტალურად გაგაცნობს, თუ როგორ მუშაობს მოწყობილობა და რა ფუნქციები გააჩნია მას.
დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
იპოვე ოფიციალური IQOS სერვის ცენტრები და უახლოესი HEETS-ის გაყიდვის ობიექტები. გამოიყენე ჩვენი რუკის ნავიგატორი, უახლოესი გაყიდვების წერტილის მოსაძებნად.
იპოვე რუკაზე
ნებისმერ დროს მოგვწერე შენთვის საინტერესო ტექნიკური შეკითხვები და ჩვენი ექსპერტები რამდენიმე წუთში გიპასუხებენ.
IQOS Support Georgia
ეწვიე ჩვენს Viber Bot-ს და მიიღე დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია.
IQOS Georgia
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 20:00-საათამდე.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე