როგორ გამოვიყენოთ IQOS 3 DUO

IQOS 3 DUO გამოყენება

1. დააჭირე ღილაკს თითი IQOS 3 DUO-ს დამტენ მოწყობილობაზე, ელემენტის დონის შესამოწმებლად. თუ ის ძალიან დაბალია, შეართე მოწყობილობა დენის წყაროში IQOS AC კვების ბლოკით და დამტენი კაბელით.

2. დააჭირე და 4 წამის განმავლობაში გეჭიროს თითი IQOS 3 DUO-ს დამტენი მოწყობილობის ჩართვის ღილაკზე. შემდეგ შეამოწმე სტატუსის მაჩვენებელი ნათებები შენს IQOS 3 DUO-ს გასახურებელ მოწყობილობაზე, მისი ელემენტის დონის სანახავად. ორი ნათება ნიშნავს, რომ ის სრულად დატენილია (მზად არის 2 გამოყენებისთვის), ერთი ნათება ნიშნავს, რომ ის მზად არის 1 გამოყენებისთვის. როცა ნათება არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ გასახურებელი მოწყობილობა დასატენია.

3. ფრთხილად, დატრიალების გარეშე მოათავსე გასახურებელი თამბაქოს (HEETS-ის) ღერი მოწყობილობაში. შემდეგ დააჭირე გასახურებელი მოწყობილობის ჩართვის ღილაკს და გეჭიროს, სანამ მოწყობილობა დაიწყებს ვიბრაციას და ნათება თეთრად ციმციმს. ორი ვიბრაცია და სტატუსის ორივე ნათება ნიშნავს, რომ ის მზადაა გამოსაყენებლად.

4. როცა იგრძნობ დამატებით ორ ვიბრაციას, IQOS-ის მოხმარების დრო თითქმის ამოიწურა. მოხსენი თავსახური, ამოიღე გამოყენებული, გასახურებელი თამბაქოს (HEETS-ის) ღერი და დახურე გასახურებელი მოწყობილობა, შემდეგ დააჭირე მოწყობილობის ღილაკს მისი სტატუსის სანახავად. გახსოვდეს, რომ ერთი ნათება ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი გამოყენება დაგრჩა, შესაბამისად შემდეგ ჯერზე მოგიწევს მისი მოთავსება დამტენ მოწყობილობაში.

5. როცა თქვენი გასახურებელი მოწყობილობა მოთავსებულია დამტენ მოწყობილობაში, მოციმციმე ნათება ნიშნავს მის დატენვას. როცა ორივე ნათება ჩართულია და აღარ ციმციმებს, თქვენი გასახურებელი მოწყობილობა მზადაა გამოსაყენებლად.

IQOS 3 DUO დატენვა

1. დამტენი მოწყობილობის ელემენტის სტატუსის შესამოწმებლად სწრაფად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს. ელემენტის დატენვის სტატუსს ნათება გვაჩვენებს. შეაერთეთ IQOS 3 DUO დამტენი მოწყობილობა დენის წყაროში, გამოიყენეთ რეკომენდებული IQOS AC კვების ბლოკი და დამტენი კაბელი. მოწყობილობის დენის წყაროში შეერთების შემდეგ სტატუსის მაჩვენებელი ნათების ციმციმი მიგანიშნებთ, რომ მოწყობილობა იტენება. დამტენი მოწყობილობის დატენვის შემდეგ შეგიძლიათ მისი ზედიზედ 20-ჯერ გამოყენება.

2. შეამოწმეთ ელემენტის სტატუს ნათება გასახურებელ მოწყობილობაზე.
ორი ნათება: მზად არის 2 გამოყენებისთვის.
ერთი ნათება: მზად არის 1 გამოყენებისთვის.
ნათება არ არის: მოწყობილობა დასატენია.

3. გასახურებელი მოწყობილობის ელემენტის სტატუსის შესამოწმებლად, მოათავსეთ დამტენ მოწყობილობაში, თითი დააჭირეთ და აუშვით დამტენი მოწყობილობის ღილაკს.
ორი ნათება: მზად არის 2 გამოყენებისთვის.
ერთი ნათებამნათობი: მზად არის 1 გამოყენეისთვის.
თუ დამტენ მოწყობილობაზე 2 ნათება ციმციმებს - გასახურებელი მოწყობილობა იტენება.

გამოიყენეთ ჩვენი VIBER BOT საჭირო ინფორმაციის მისაღებად IQOS-ის მომხმარებლებზე ზრუნვისა და მხარდაჭერისა შესახებ.

IQOS 3 DUO წმენდა

1. დაელოდე IQOS 3 DUO გასახურებელი მოწყობილობის გაგრილებას და შემდეგ მოხსენი თავსახური.

2. დარწმუნდი, რომ თამბაქოს ნაწილაკები არ არის დარჩენილი შენს გასახურებელ მოწყობილობაში, შემდეგ მასში მოათავსე საწმენდი ჩხირი. საწმენდი ჩხირის შიგნით მოთავსების შემდეგ, გაწმინდე მსუბუქი წრიული მოძრაობით.

3. გაწმინდე შენი მოწყობილობა შეძლებისდაგვარად ხშირად. არ შეეხო გასახურებელი მოწყობილობის დანას და არ დაგავიწყდეს თავსახურის თავიდან ბოლომდე გაწმენდა. გაწმენდილი მოწყობილობა მნიშვნელოვანია შესაბამისი გემოს მისაღებად.



დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია

სწორად მოათავსეთ თქვენი გასახურებელი თამბაქოს (HEETS-ის) ღერები ყოველ ჯერზე

ბუნებრივია, არავის სურს დაზიანებული მოწყობილობა. ამიტომ, გასახურებელი თამბაქოს (HEETS-ის) ღერების მოთავსებისას IQOS 3 DUO-ს გასახურებელ მოწყობილობაში, ღერებს არ დაატანო ძალა და ნუ დაატრიალებ მათ მოწყობილობაში მოთავსებისას.

ვიდეოს ნახვა

ელემენტის მაქსიმალური სიმძლავრის შენარჩუნება

რეკომენდებულია დატენოთ მოწყობილობა ყოველდღიურად, იმავე სიხშირით, როგორც ტენით ტელეფონს. მოწყობილობა უფრო სწრაფად იტენება დენის წყაროს მეშვეობით, ვიდრე ლეპტოპის USB პორტის საშუალებით.

ვიდეოს ნახვა

IQOS 3 DUO მოწყობილობის ჩართვა

დააჭირეთ და 4 წამის განმავლობაში გეჭიროთ თითი IQOS 3 DUO დამტენი მოწყობილობის ჩართვის ღილაკზე, შემდეგ აუშვით. დამტენი მოწყობილობისა და გასახურებელი მოწყობილობის სტატუსის მაჩვენებლები ნელ-ნელა აინთება.

ვიდეოს ნახვა

IQOS 3 DUO – მომხმარებლის სახელმძღვანელო

ჩვენი IQOS 3 DUO -ს მომხმარებლის სახელმძღვანელო დეტალურად გაგაცნობს, თუ როგორ მუშაობს მოწყობილობა და რა ფუნქციები გააჩნია მას.
დარჩა გაურკვეველი საკითხი?
ჩვენთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:
იპოვე ოფიციალური IQOS სერვის ცენტრები და უახლოესი HEETS-ის გაყიდვის ობიექტები. გამოიყენე ჩვენი რუკის ნავიგატორი, უახლოესი გაყიდვების წერტილის მოსაძებნად.
იპოვე რუკაზე
ნებისმერ დროს მოგვწერე შენთვის საინტერესო ტექნიკური შეკითხვები და ჩვენი ექსპერტები რამდენიმე წუთში გიპასუხებენ.
IQOS Support Georgia
ეწვიე ჩვენს Viber Bot-ს და მიიღე დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია.
IQOS Georgia
გადახედე ჩვენს „ხშირად დასმულ კითხვებს“. შესაძლოა ანალოგიური შეკითხვით ადრე უკვე მოგვმართეს.
FAQ
დაუკავშირდი ჩვენს IQOS ექსპერტებს ონლაინ ჩატის საშუალებით და მიიღე ტექნიკური მხარდაჭერა რამდენიმე წამში. ჩატი ფუნქციონირებს ყოველ დღე 10:00-საათიდან 20:00-საათამდე.
თუ გსურს IQOS ექსპერტთან გასაუბრება დაგვიკავშირდი ნომერზე 0 800 003 003. ჩვენი ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
0 800 003 003
ჩვენი საფოსტო ყუთი არასდროსაა სავსე.
მოგვწერე