lil SOLID 2.0 ლურჯი

COSMIC BLUE

69.00 ₾

1

Lil™ SOLID 2.0 არის „all-in-one“ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ფერფლის, ცეცხლის და კვამლის გარეშე გამოცდილებას.

Lil SOLID 2.0  ზედიზედ 3 მოხმარების საშუალებას გაძლევთ,  ჯამში 25-მდე მოხმარება 1 დატენვით.

რა შედის ნაკრებში:

  • 1 lil SOLID 2.0 მოწყობილობა 
  • 1 AC კვების ბლოკი
  • 1 USB კაბელი (Type C)
  • 1 ორმაგი საწმენდი მოწყობილობა
  • 1 მომხმარებლის სახელმძღვანელო 



პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებლებისთვის, გაყიდვების წერტილში დაჯავშნილი პროდუქტის მიღებისას, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იზღუდება lil-ის მოწყობილობის შეძენის ლიმიტი: 2 მოწყობილობის შეძენა სრულწლოვანი მომხმარებლის მიერ 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული ქმედება ემსახურება სრულწლოვანი მომხმარებლების დაცვას საქართველოში. იმის გამო, რომ პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია და არ არის ხელმისაწვდომი ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, ის შესაძლოა მოექცეს სხვა ქვეყნებში არალეგალური გადინების რისკის ქვეშ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საქართველოში.

 

lil Solid 2.0 – მარტივი & მოსახერხებელი მოწყობილობა.

გასახურებელი თამბაქოს გამოცდილება ცეცხლის და კვამლის გარეშე, სიგარეტთან შედარებით ნაკლები სუნით.​
რადგან lil არ წვავს თამბაქოს, ის 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, ვიდე სიგარეტი*​

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს მოწყობილობის რისკის 95%-ით შემცირებას. lil-ი არ არის სრულიად უსაფრთხო.

*“95%-ით ნაკლები” ნიშნავს ტრადიციული სიგარეტის კვლამლთან შედარებით ქიმიური ნივთიერებების საშუალო რაოდენობის 95%-ით შემცირებას (ნიკოტინის გამოკლებით)
lil SOLID 2.0
lil SOLID 2.0 სამი თანმიმდევრული მოხმარების შესაძლებლობას იძლევა​
*დამკიდებულია ელემენტის ცვეთის ხარისხზე და მოხმარების გარემო პირობებზე​
სრულად დატენილი მოწყობილობა 25 მოხმარების შესაძლებლობას იძლევა
*დამკიდებულია ელემენტის ცვეთის ხარისხზე და მოხმარების გარემო პირობებზე
როგორ დავტენოთ, გამოვიყენოთ და გავწმინდოთ lil SOLID 2.0?
ეს ნამდვილად მარტივია 

რა შედის ნაკრებში: ​

lil SOLID 2.0 მოწყობილობა
USB კაბელი (Type C)
AC კვების ბლოკი
ორმაგი საწმენდი მოწყობილობა
მოხსენით მოწყობილობას თავსახური და მოათავსეთ Fiit-ის თამბაქოს ღერი მოწყობილობაში, დააჭირეთ ხელი ღილაკს 2 წამის განმავლობაში. მალე თქვენ იგრძნობთ ვიბრაციას, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი მოწყობილობა გამოდის “ძილის რეჟიმიდან” და ემზადება მოხმარებისთვის. სულ რაღაც 25 წამი არის საჭირო იმისათვის, რომ მოწყობილობა მოხმარებისათვის საჭირო ტემპერატურამდე გახურდეს. ამის შემდეგ თქვენ კვლავ იგრძნობთ ვიბრაციას - თქვენი მოწყობილობა მზად არის მოხმარებისთვის. მოწყობილობის ერთი მოხმარება 5 წუთი ან 14 ნაფაზი გრძელდება. თუ მოხმარების დროს კვლავ იგრძნობთ ვიბრაციას, ეს იმის ნიშანია, რომ მოხმარების დასრულებამდე დარჩენილია 30 წამი ან 3 ნაფაზი. მოხმარების დარულების შემდეგ დაატრიალეთ თამბაქოს ღესი სამჯერ, ერთი მიმართულებით. შემდეგ ამოიღეთ ღერი და დახურეთ თამბაქოს ღერის მოსათავსებელი ნაწილის საფარი.
მოწყობილობის ელემენტის დონის შემოწმება მარტივია. დატენვის დროს მოწყობილობის LED ნათება იწყებს ციმციმს. ხოლო მას შემდეგ, რაც მოწყობილობა სრულადდაიტენება, ნათება ქრება. თუ ნათება ლურჯი ფერისაა, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოწყობილობის ელემენტი დატენილია 100%-დან 60%-მდე. იმ შემთვევაში, თუ ნათება არის ღია ლურჯი, ეს განიშნებთ, რომ მოწყობილობის ელემენტი 60%-დან 30%-მდე არის დატენილი - რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის მოხმარება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ ნათება ნარინჯისფერია, ელემენტი 30%-დან 1%-მდეა და თქვენ უდნა დატონოთ ის. იმ შემთვევაში, თუ თქვენი მოწყობილობის LED ნათება წითლად ანათებს, ეს ნიშნავს რომ ელემენტი სრულად არის დაცლილი და მოწყობილობა საჭიროებს დატენვას.

გაწმენდამდე, ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა.

1. გახსენით ორმხრივი საწმენდი ხელსაწყო საწმენდი პირის მხრიდან
2. მოხსენით მოწყობილობას თავსახური
3. გამოიყენეთ საწმენდი ხელსაწყო გასახურებელი ღერძის გასაწმენდად
4. გახსენით ორმხრივი საწმენდი საწმენდი ჯაგრისის მხრიდან
5. გამოიყენეთ საწმენდი ჯაგრისი შიგნიდან გასაწმენდად

მოწყობილობის ოპტიმალური მოხმარებისათვის, გაწმინდეთ მოწყობილობა ყოველი 20 მოხმარების შემდეგ. თქვენი მოწყობილობის გაწმენდა მისი გახურებითაც არის შესაძლებელი. სწრაფად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს 5-ჯერ. 90 წამის განმავლობაში თქვენ მოწყობილობის LED ნათება ნარინჯისფრად დაიწყებს ციმციმს. მას შემდეგ რაც მოწყობილობა დაასრულებს თვითწმენდას, ნათება ჩაქრება და თქვენ იგრძნობთ ორ ვიბრაციას.

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების სანახავად ეწვიეთ გვერდს "ხშირად დასმული კითხვები"

 
lil SOLID 2.0
გასახურებელი თამბაქოს ღერი Fiit

Fiit-ი შექმნილია lil მოწყობილობისთვის

საქართველოში ხელმისაწვდომია 3 არომატი

შედარება
შენ შეგიძლია შეადარო შენი მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები

IQOS ORIGINALS DUO

ჩვენი სამარკო პროდუქტი, ორ კომპონენტიანი მოწყობილობა, სასიამოვნო და გამორჩეული გამოცდილება

lil SOLID 2.0

lil SOLID 2.0

lil SOLID 2.0 აერთიანებს გასახურებელ და დამტენ მოწყობილობას, აქვს ჩაშენებული აქტივაციის ღილაკი და LED ინდიკატორი.

lil SOLID 2.0